მეორე შაბARTკვირაც დაიწყო

აი მოვიდა მეორე შაბARTკვირა!

მეორე შაბART წვიმიანი და ცივი აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო და ხელოვნებით აღსავსე.

3 საათისთვის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში წავედით, ჯერ აღმოსავლური ხელოვნების დარბაზი დავათვალიერეთ, მერე კი 2 ჯგუფად გავიყავით და ძალიან საინტერესო ექსკურსიაზე შევედით ოქროს ფონდში. ბევრი ახალი გავიგეთ, ბევრი საინტერესო ნივთი ვნახეთ, ექსკურსიამძღოლი ჩვენი ცოდნით ცოტა გავაკვირვეთ კიდევაც

მოკლედ დღემ კარგად ჩაიარა, დიდი მადლობა სახელმწიფო მუზეუმს!!!

ხვალ დილიდან ისევ მთაწმინდის პარკში ავდივართ, წინ ძალიან საინტერესო და აქტიური სემინარია! თუმცა მაგაზე ხვალ... 

ფოტოები ისევ ჩვენ FaceBook გვერდზე დაიდება!!! 

საუკეთესო სურვილებით

და ხვალამდე!!!


და კიდევ: კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის  განყოფილებას, ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის და ჩვენთვის უფასო ტრანსპორტის გამოყოფისთვის!!!

0 Responses to "მეორე შაბARTკვირაც დაიწყო" (Leave A Comment)