მეორე ARTკვირა


ჩვენი შაბARTკვირები გრძელდება!

გუშინ მეორე ARTკვირა გვქონდა, ამჯერად მხატვრობის, როგორც იცით

მხატვრობას ჩვენ ხელოვნების სხვა სფეროც დავუკავშირეთ, კერძოდ კი წიგნები და სტუმრად ძალიან საინტერესო წიგნების ავტორი, და საერთოდ ძალიან საინტერესო ადამიანი - სანდრო ასათიანი მოვიწვიეთ

სანდროს წიგნები ალბათ წიგნების მაღაზიებში გინახავთ, პატარა და ფერადი საბავშვო წიგნები, ლამაზი ილუსტრაციებით და კეთილი ისტორიებით. (http://www.sandroasatiani.com/ , http://www.san.ge/ )

ჩვენ სანდროსთან ერთად ძალიან კარგი დღე გავატარეთ, ბავშვებმა ბევრი ახლი შეიტყვეს წიგნებზე,მუზეუმებზე და იმაზე თუ რა ისტორია შეიძლება ქონდეს იმ ნივთებს, რომლებიც მუზეუმებში ინახება. ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნახატებიდან პატარა წიგნების შექმნა. (როგორც სანდრომ მოგვიყვა, სამხატვროზე სწავლის დროს უთხრეს, რომ ის თავისი ნახატებით თითქოს ისტორიების მოყოლას ცდილობდა და ურჩიეს რომ ნახატებისთვის პატარა ტექსტებიც მიეწერა, აქ დაიწყო სანდროს წიგნების ისტორია : დიდი მადლობა მის მეგობრებს ასეთი კარგი რჩევისთვის!) 

სანდრომ თავისი წიგნების ელექტრონული ვერსიებიც წამოგვიღო და პროექტორის ფონზე წაგვიკითხა  მოკლე და კეთილი ისტორიები ანგელოზებზე, მფრინავ გოჭზე, შეყვარებულისთვის მოპარულ ვარსკვლავზე, ადამიანების ოცნებებზე და ..

ასეთი სასიამოვნო განწყობით ნელ-ნელა ჩვენც მოვემზადეთ იმისთვის რომ შეგვექმნა საკუთარი შედევრები. შაბARTკვირელებს ფართო არჩევანი ქონდათ: თითოეულ მათგანს შეეძლო მოეხატა ჩანთა, გაეკეთებინა სურათის ჩარჩო ან თიხით შეექმნა სხვადასხვა სამკაული.. 

მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს და სემინარის ბოლოს უკვე ბევრი ლამაზი ნივთი შეიქმნა, რომლის გამოფენასაც ჩვენ პროექტის ბოლოს დაგეგმილ აქციაზე მოვაწყობთ!!!

 

P.S. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორს, მთაწმინდის პარკს დახმარებისთვის!!!

 

 

0 Responses to "მეორე ARTკვირა" (Leave A Comment)