თეატრ-კვირა


და აი დადგა პირველი არტ-კვირა.. თეატრ-არტ-კვირა უფრო სწორედ...

შუადღეს შევიკრიბეთ და მთაწმინდის პარკში წავედით

< აქვე გვინდა ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერია მთაწმინდის პარკი. მათ უფასოდ დაგვითმეს სასემინარო ოთახი, სადაც ჩატარდება ყველა ჩვენი არტ-კვირები, ძალიან დიდი მადლობა მთაწმინდის პარკს!!! >

სტუმრის ვინაობა ბოლომდე საიდუმლოდ და სიურპრიზად დავტოვეთ. სანამ ავიდოდით ბევრი ვარაუდი გამოითქვა...ეს იყო გიორგი კალანდარიშვილი, თუმანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი. ცნობილი ასევე მისი როლით თანამდროვე ქართულ სერიალში. გიორგის დანახვამ ძალიან გაახარა და გაახალისა მონაწილეები.

სემინარი სახალისო თამაშით დავიწყეთ, ვასახიერეთ სპილო, ტოსტერები და თვით ჯეიმს ბონდიც კი. შემდეგ კი სტუმართან ერთად თეატრზე ვისაუბრეთ, იმაზე თუ რა არის თეატრი, თუ რა მოგვწონს მასში და რა არა.

საინტერესო საუბრის და დისკუსიის შემდეგ კი ორ ჯგუფად გავიყავით და სპექტაკლების მომზადება დავიწყეთ.ცოტა ხანში მეორე სტუმარიც შემოგვიერთდა, ასევე მსახიობი, კახა კინწურაშვილი.

პირველმა ჯგუფმა „წითელქუდა“ დადგა: წითელქუდა „ზაკოში“ წავა, რათა ბებიას საჭმელი მიუტანოს, გზაში მგელი შეხვდება და ელიავას გავლით ურჩევს გასვლას, თვითონ კი უფრო მოკლე გზით მიასწრებს ბებიასთან და იქ უკვე ბებიის მაგივრად დახვდება და შეჭამს. მაგრამ ბოლოს მონადირეების დახმარებით სიკეთე და სამართლიანობა გაიმარჯვებს.მეორე ჯგუფმა კი გადაწყვიტა სრულიად შეეცვალა ზღაპარი „სამი გოჭი“. შედეგად მივიღეთ „სამი მგელი“, სამი ვაკელი მგლით და პროგრამისტი გოჭით.

როგორ ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ბავშვებმა სპექტაკლის მომზადებაში და განხორციელებაში „თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს“. შედეგად კი ორივე სპექტაკლმა ძალიან კარგად ჩაიარა.

შემოქმედებითი დატვირთვის შემდეგ ცოტა ხანი შევისვენეთ, შემდეგ ისევ წრეში შევიკრიბეთ და  THK-ელების“ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაში ვითამაშეთ, გავითამაშეთ აზიური ბაზარი, თავისი მომღერალი გამყიდველებით, მოცეკვავე ქალებით და აქლემებით.

თამაშის შემდეგ დღე შევაფასეთ, სტუმრებს დავემშვიდობეთ და უკან დავბრუნდით.

აი ესე.. პირველი შაბARTკვირა მორჩა,მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი საინტერესო დღეები გველის.

0 Responses to "თეატრ-კვირა" (Leave A Comment)