მესამე შაბARTკვირა


მესამე შაბARTკვირა კინოსი იყო, შაბათს ჩარლის ცირკს ვუყურეთ, ძალიან გავერთეთ და ესეთ კარგ ხასიათზე მოვემზადეთ არტკვირის სემინარისთვის

კინო-სემინარი ძალიან საინტერესო გამოვიდა: 

სემინარი სახალისო თამაშით,  „ზიპ ზაპ ზოპ“,  დავიწყეთ, თუმცა სიხალისე არც თავიდან გვაკლდა, მიუხედავად არასაგაზაფხულო ამინდისა, ყველა ხალისიან და მხიარულ განწყობაზე ვიყავით, ენერგიულები, აქტიურები და მოტივირებულები.

წინა სემინარებისგან სტრუქტურით არც ეს განსხვავდებოდა: თავიდან სტუმარი და მერე Workshop.

სტუმარი - ქეთი მაჭავარიანი, რეჟისორი და თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფიაში აქტიურად დაკავებული ძალიან საინტერესო და მეგობრული ადამიანი.

თავიდან სტუმართან ერთად კინოზე ვისაუბრეთ, ქეთიმ კინოს შესახებ ბევრი საინტერესო და ახალი რამ მოგვიყვა, ვისაუბრეთ ჩვენ საყვარელ ფილმებზე და საყვარელ ჟანრებზე...

ამის შემდეგ 2 ჯგუფად გავიყავით და საკუთარი მოკლე ფილმების გადაღება დავიწყეთ. ვიყავით რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები...გვქონდა 2 კამერა, ჩვენი დიდი ფანტაზია, ნიჭი, ენთუზიაზმი და კრეატიულობა

ამ იარაღების გამოყენებით 2 ფილმი გადავიღეთ: ერთი ისტორია ჩვენი ცხოვრებიდან ავიღეთ  და ერთი შეხედვით საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია ძალიან კომიკურად წარმოვაჩინეთ. მეორე ჰოლივუდის ერთ-ერთი ფილმის რიმეიქი იყო, საკუთარი ინტერპრეტაციით: პატარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ფილმის გადაღების იდეა დაიბადოს.

ორივე ფილმი მცირე მონტაჟის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ყველასთვის, ვისაც ჩვენი საყვარელი შაბARTკვირელების ნამუშევრები დააინტერესებს.

 

0 Responses to "მესამე შაბARTკვირა" (Leave A Comment)