შაბARTკვირის ბოლო სემინარი


გუშინ იყო მეოთხე და ბოლო ARTკვირა

ბოლო შაბARTკვირა, როგორც უკვე აღვნიშნეთ წინა პოსტებში, მუსიკის იყო.

სტუმრად ახალგაზრდა მუსიკოსი, გაგა ჩიხლაძე გვყავდა. 

ჩვენს სტუმართან ძალიან საინტერესო და აქტიური საუბარი გვქონდა მუსიკის თემაზე. ვისაუბრეთ ჩვენს საყვარელ შემსრულებლებზე და საყვარელ მუსიკის ჟანრებზე. მონაწილეებმა საკუთარი ნიჭიც გამოამჟღავნეს: მოვისმინეთ მეგრული რეპი და სხვა სიმღერები ჩვენი შაბARTკვირელების შესრულებით. ბოლოს კი ყველამ საჩუქრად დისკი მიიღო, სხვადასხვა ჟანრებში პოპულარული შემსრულებლების სიმღერებით.

ამის შემდეგ ვითამაშეთ თამაში და თამაშში საკუთარი ორკესტრი შევქმენით, თავისი პატარა პრობლემებით და ამ პრობლემების მომგვარებელი ჯგუფით და დირიჟორ-მამუკათი. 

ბოლოს კი ჩვენი ყველა სემინარის შეფასება გვქონდა, მთელი ჩვენი სემინარი ერთ დიდ ტორტად ვაქციეთ და ნაჭერ-ნაჭერ შევაფასეთ.

მონაწილეებმა ფორმატის ფურცელზე სხვადასხვა სამახსოვრო წარწერებიც დაგვიტოვეს.


მაგრამ ბოლო სემინარი არ ნიშნავს პროექტის დასასრულს:


15 მაისს,

სამ საათზე, 

მთაწმინდის პარკში,

იქნება აქცია-გამოფენა, გამოიფინება შაბARTკვირელების ნამუშევრები,

აქციის დროს გადაღებული ფოტოები

და იქნება სხვა საინტერესო ღონისძიებები


გეპატიჟებით ყველას!!!


0 Responses to "შაბARTკვირის ბოლო სემინარი" (Leave A Comment)