პროექტი მორჩა...


16 მაისს აქციით ჩვენი პროექტი დამთავრდა... 

მთაწმინდის პარკში 12 საათიდან გამოვფინეთ ბავშვების ნამუშევრები, სემინარების ფოტოები და სხვა პლაკატები რომელთა საშუალებით ვეცადეთ გადმოგვეცა ყველაფერი რაც ამ ერთი თვის მანძილზე გავაკეთეთ...

აქციაზე გამოფენის გარდა სხვა რაღაცეებიც ხდებოდა: დევნილმა ბავშვებმა სხვა ბავშვებთან ერთად ცარცებით ასფალტი მოხატეს, სერთიფიკატებიც მიიღეს საზეიმოდ და სახალხოდ და ბოლოს ბუშტებიც გაუშვეს ჰაერში. ცაში ერთდროულად 20 ბუშტი აფრინდა და თან წაიღო ჩვენი სურვილები.

აქცია დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ასე რომ 16 მაისს 14:00 ზე ახალგაზრდული პროექტი "შაბARTკვირა" საბოლოოდ დამთავრდა.

თუმცა იმედი, მოტივაცია, სურვილი და იდეები კიდევ ბევრია... 

0 Responses to "პროექტი მორჩა..." (Leave A Comment)