და აი, ჩვენი პროექტიც დაიწყო
ამიერკავკასიის ყოფილი შტაბის ერთ-ერთ ოთახში პროექტის და მომავალი გეგმების მოკლე პრეზენტაციით და გემრიელი და ტკბილი გაცნობითი თამაშით..
ოთახში დიდი ხანი არ გავჩერებულვართ, ცოტა ხანში ყველა ერთად მოზარდ მაყურებელთა თეატრში წავედით..
იქ კი - სახალისო პიესა...ქარში გაფრენილი ქუდი და ამ ქუდს გადევნებული ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავისი ჩემოდანი, ჩემოდანში - მილიონი კრონა (არა უფრო მეტი ვიდრე მილიონი, და კიდევ, რაც მთავარია, კბილის ჯაგრისი), შემთხვევით გამვლელს, მაწანწალას ანდო..
კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრს!!
0 Responses to "1ელი დღე" (Leave A Comment)
Post a Comment